"დეპუტატის დაკავება დაუშველებლია პარლამენტის თანხმობის გარეშე"

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, გუშინ ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანხმლები პირი დააკავეს კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ დეპუტატის დაკავება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშველებლია. კობახიძის თქმით ის მომხდარის დეტალებს არ იცნობს, ტუმცა განმარტავს, რომ თუ გუშინ სამართალდამცავების მხრიდან რაიმე პროცედურა დაირღვა, ამაზე რეაგირება მოხდება, მანანა კობახიძე ასევე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის საპატრულო პოლიციის შენობაში არ შეშვების ფაქტსაც "დეტალებს ვერ გეტყვით, მე ვიცი ის რაც ოფიციალურად განაცხადა შს სამინისტრომ, უნდა გავერკვე დეტალებში, თუ რამე სადმე დარღვევა იყო რა თქმა უნდა ამაზე რეგირება მოხდება. დეპუტატის დაკავება არ ხდება, დაუშველებლია პარლამენტის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არ არის დანაშაულზე წასწრების შემხვევა. იქ თუ რაიმე პროცედურა დაირღვა რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება მოხდება. დეპუტატს უფლება აქვს ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში. არ მაქვს ინფორმაცია შეუშვეს თუ არ შეუშვეს თუ მას აეკრძალა შესვლა ეს რა თქმა უნდა არის დარღვევა",-განაცხადა მანანა კობახიძემ