"ნაციონალურ მოძრაობაში" კარბელაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

შეგნებულად მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" გუშინ ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანხმლები პირი დააკავეს.

პარტიის ოფისში საგანგებო განცხადება უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა გააკეთა, რომლის ინფორმაციითაც გიორგი კარბელაშვილი გუშინ იმყოფებოდა ომში დაღუპული გმირის დავით ბლიაძის მოსახსენიებელ საღამოზე, გაბაშვილის თქმით გიორგი კარბელაშვილი ქვიშხეიდან დავით ბლიაძის ბიძაშვილთან, ელგუჯა ბლიაძესთან ერთად წამოვიდა, გზაზე კი ისინი პოლიციამ გააჩერა "დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, იმიტომ, რომ პოლიცია იყო არა შემმოწმებელი არამედ აგრესიული. რომელმაც გამოწივია შელხლა შემოხლა, ამის მერე ისინი დააკავეს და მოახდინეს ფიუზიკური ძალადობა, რამდენმე საათის განმავლობაში ჩვენ ვერ ვარკვევდით თუ რაში იყო საქმე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამძე იმყოებოდა იქ რომელიც არ შეუშვეს. კარბელაშვილი ხელბორკილებით ჰყავდათ დაკავებული მთელი ღამის განმავლობაში. ელგუჯა ბლიაძე კი დაკავებულია ახლაც. ეს არის აშკარა პროვოკაცია და აშკარა უფლებამოსილების გადამეტება და ჩვენ გვესმის სად იმყოფება პრიორიტეტები ახლანდელი ხელისუფლების. ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის გამოძიებას მათ დასჯას ვინს გადაამეტა უფლებამოსილებას და რა თქმა უნდა ელგუჯა ბლიაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას",-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა