სტამბოლში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელები დაიღუპნენ

სტამბოლში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელები დაიღუპნენ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ღამით პოლიციის შენობასთან განხორციელებული თავდასხმის ორი მონაწილე დღეს პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ამის შესახებ "ევრონიუსი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. იგი ქალია, თუმცა, მის ვინაობას არ ასახელებენ.

სტამბოლის პოლიციის შენობასთან მომხდარ თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, დაღუპულებზე ჯერ არ საუბრობენ. მოგვიანებით უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს აშშ-ის საკონსულოსთან. მსგავსი ინციდენტები თურქეთში მას შემდეგ გახშირდა, რაც თურქეთის მთავრობასა და ქურთ ამბოხებულებს შორის ვითარება დაიძაბა. თურქეთის არმიამ "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლებზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ მიიტანა იერიში