სტამბოლში აშშ-ის საკონსულოსთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს

სტამბოლში აშშ-ის საკონსულოსთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს

სტამბოლში აშშ-ის საკონსულოსთან ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. "ბიბისის" ცნობით, არავინ დაშავებულა. თავად თავდამსხმელები მიიმალნენ. 

ინციდენტი სტამბოლში პოლიციის შენობასთან განხორციელებული აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. პოლიციის შენობასთან მომხდარ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი სამართალდამცველი.

მსგავსი ინციდენტები თურქეთში მას შემდეგ გახშირდა, რაც თურქეთის მთავრობასა და ქურთ ამბოხებულებს შორის ვითარება დაიძაბა. თურქეთის არმიამ "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლებზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ მიიტანა იერიში.