დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანხმლები პირი დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ქვიშხეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს მანქანა, რომელსაც მართავდა გიორგი კარბელაშვილი, მას მამაკაცი ახლდა.

"მათ ავტომანქანის გაჩერებისას პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მისი თანმხლები პირი დაკავებულია აღნიშნული მუხლის თანახმად, ხოლო კარბელაშვილი არ არის დაკავებული, ვინაიდან მას იმუნიტეტი იცავს", - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.