თინათინ ხიდაშელი ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პერიოდში რუსეთისგან პროვოკაციებს არ ელოდება

თინათინ ხიდაშელი ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პერიოდში რუსეთისგან პროვოკაციებს არ ელოდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პერიოდში რუსეთისგან რაიმე სახის პროვოკაციებს არ ელოდება. 

როგორც ხიდაშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ბევრ შეცდომას უშვებს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ ამ ტიპის შეცდომებს არ უშვებს.

"მე არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს საწვრთნელი ცენტრის გახსნის დროს ან ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პერიოდში. ყველაზე მეტი გარანტია საქართველოს უსაფრთხოების არის სწორედ ასეთი დღეები, როდესაც ქვეყანას ასეთი მაღალი დონის დელეგაციები სტუმრობენ. ბევრ შეცდომას უშვებს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ ამ ტიპის შეცდომებს არ უშვებს, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტის დროს მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც შესაძლოა მისი საბრალდებო სკამზე გაგზავნის საფუძველი გახდეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.