დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ

დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი  დაკავებული ჰყავდათ. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, ინციდენტიღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ.

ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო - უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 
არსებული ინფორმაციით, კარბელაშვილი ოსიაურიდან გორიში გადაიყვანეს და ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია. 

მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება შსს-ს ჯერ არ გაუკეთებია.