საია სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საია სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საია ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, სარჩელი ეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებას, რომლის

მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ან გამოსვლის დროს, უნდა გაშიშვლდეს და ბუქნი გააკეთოს.

საიას განცხადებით მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც კრძალავს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.