ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალები თურქეთში

ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალები თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ "F16"-ებს გზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალები თურქეთის სამხედრო ბაზა "ინჯირლიკზე" მოიერიშე "F16"-ებს გზავნის, რომლებიც რადიკალური ისლამური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციებში გამოიყენება. ამის შესახებ საუბარია ნატოში აშშ-ს მისიის "თვითერის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ექვსი ერთეული "F16" გაგზავნილია თურქეთის "ინჯირლიკის" სამხედრო ბაზაზე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მხარდასაჭერად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა აშშ-სა და კოალიციის სხვა წევრებს თავის ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ბაზა დაუთმოს.