გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ბარათელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. როგორც ცნობილია ბარათელი, ბუტივკის შახტასთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

გიორგი ბარათელი 1991 წელს არის დაბადებული. "რუსთავი2"-ის ცნობით, ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკრაინაში მცხოვრებმა ქართველებმა გაავრცელეს.