უკრაინის კულტურის სამინისტრომ ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროს 14 წარმომადგენლის სია გამოაქვეყნა, რომელიც მათი განცხადებით, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, კულტურის უწყების პრესსამსახური იტყობინება. 

სიაში ძირითადად რუსი მსახიობები, მომღერლები და მწერლები მოხვდნენ. მათ შორისაა ვლადიმირ კუჩერენკო, იოსებ კობზონი, მომღერალი ვალერია, სერგეი ბეზრუკოვი, გრიგორი ლეპსი, მიხაილ ხაზინი; სიაში მოხვდა ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიეც. ისინი ე.წ შავ სიაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული ამბოხებულების მხარდაჭერის გამო შეიყვანეს. 

სიის არსებობის შესახებ ამდრომდეც იყო ცნობილი, თუმცა, ყველა მათგანის ვინაობა არ საჯაროვდებოდა. სია უკრაინის უშიშროების სამსახურმა კულტურის სამინისტროს, მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშავა. 
კულტურის სამინისტროს ცნობით, ისინი კიდევ უფრო გააფართოვებენ "შავ სიას", თუ ამას უშიშროების სამსახური მოითხოვს. "შავ სიაში" შესულებს უკრაინაში შესვლა აეკრძალათ.