ნავთლუღში სიგარეტის საწყობს ხანძარი გაუჩნდა

ნავთლუღში სიგარეტის საწყობს ხანძარი გაუჩნდა

ნავთლუღში, ნადარეიშვილის # 5-ში, სამსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის საწყობს უკიდია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 700-800 კვ მეტრის ფართზე გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.