2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები დღეს გვირგვინებით შეამკო.
ომში დაღუპულ გმირის თემურ ჭიტაძის საფლავთან ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მღვდელმა გიორგი ბარამიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრთან არსებულმა მგალობელ-მომღერალთა გუნდმა „შემოქმედმა“ ოზურგეთელი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი) დაიღუპა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ომში დაღუპული ჯარისკაცის - თემურ ჭიტაძის ოჯახს ანგარიშზე ფულადი თანხა გადაურიცხა.