„სიმბოლური დამთხვევაა, რომ დღეს, 8 აგვისტოს, დავკრძალავთ ჩვენს გმირებს“

„სიმბოლური დამთხვევაა, რომ დღეს, 8 აგვისტოს, დავკრძალავთ ჩვენს გმირებს“

სამების საკატედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

პრემიერმა გარდაცალებულთა ოჯხის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ  მთავრობა გარდაცვლილთა ნეშთების აფხაზეთიდან  გადმოსვენების პროცეს გააგრძელებს.

ღარიბაშვილის თქმით, სოზარ სუბარი და წითელი ჯვრის ორგანიზაცია აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში.

„უკვე 22 წელი გავიდა ბაბუშერას ტრაგედიიდან. ჩვენ დღეს სამხედრო პატივით დავკრძალავთ ჩვენს გმირებს, რომლებიც აფხაზეთში დაიღუპნენ. სიმბოლრი დამთხვევა, რომ დღეს, 8 აგვისტოს, დავკრძალავთ ჩვენს გმირებს და ქართულ მიწას მივაბარებთ. ეს არის ძალიან მძიმე ოჯახებისთვის. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სოზარ სუბრას, მის სამისნისტროს, წითელ ჯვარს, რომლებიც ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩვენ ამ პროცეს ვაგრძელებთ, რომ კიდევ დამატებით, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ნეშთების თბილისში გადმოსვენება შევძლოთ“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში უკვე დასრულდა. 12 გარდაცვლის ნეშთს დღეს დიღომში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.