თბილისში სამი ადამიანი მარილმჟავით მოიწამლა

თბილისში სამი ადამიანი მარილმჟავით მოიწამლა

თბილისში, წერეთლის გამზირზე სამი ადამიანი მარილმჟავით მოიწამლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ და მარილმჟავა გაანეიტრალეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, ორი მოწამლული ადამიანი სასწრაფოს ექიმებმა საავამდყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ტოქსიური მოწამვლის ნიშნები ჰქონდათ ექიმებსაც, რომელთაგან ერთს კლინიკაში გადაყვანა დაჭირდა.