ავსტრიის ქართული დიასპორა ხვალ მდუმარე აქციას გამართავს

ავსტრიის ქართული დიასპორა ხვალ მდუმარე აქციას გამართავს

ვენაში მცხოვრები ქართველები ეუთო-ს შენობის წინ, ხვალ რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლის თავზე მდუმარე აქციას სახელწოდებით "შეაჩერე ოკუპაცია" გამართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის მიზანია, პატივი მიაგოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს და ამავდროულად, შეახსენოს ეუთო-სა და ზოგადად, ევროპას, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ დღემდე გრძელდება.

აქციის ორგანიზატორები არიან ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, მხარდამჭერია "ქართული სათვისტომო ავსტრიაში".

აქცია ეუთო-ს შენობის წინ ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.