ზუგდიდში დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა

ზუგდიდში დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა

ზუგდიდში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება რესტორნის სტუმრებს შორის მოხდა. მიზეზი უცნობია.

დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ერთმანეთი დაჭრეს. ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ. 

ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.