დიდუბეში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, მამაკაცს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და "საქართველოს რკინიგზაში" ცდილობს.