რუსეთში იმ ქვეყნების პროდუქციის განადგურება დაიწყეს, რომლებსაც რუსეთმა ემბარგო დაუწესა

რუსეთში იმ ქვეყნების პროდუქციის განადგურება დაიწყეს, რომლებსაც რუსეთმა ემბარგო დაუწესა

რუსეთმა დღეიდან იმ ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილი პროდუქციის განადგურება დაიწყო, რომლებსაც ემბარგო დაუწესა. 

"რია ნოვოსტის" ინფორმაცით, ამ დროისთვის განადგურებულია 260 ტონა საკვები პროდუქტი, მათ შორის ვაშლი, ატამი, ღორის ხორცი, ტომატი და ყველი. საუბარია აშშ-ში, კანადაში, ევროკავშირში, ავსტრალიასა და ნორვეგიაში დამზადებულ და წარმოებულ პროდუქციაზე. პროდუქციის ნაწილი დაწვეს, ნაწილი კი ტრაქტორებით გაანადგურეს.

ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა.