პროკურატურის ფოტოგრაფის ფოტომ

პროკურატურის ფოტოგრაფის ფოტომ "Vogue"-ს კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით,  დეპარტამენტის ფოტოგრაფის ფოტო ჟურნალის მთავარ გვერდზე მოხვდა.

სუხიაშვილმა ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და დეპარტამენტის ფოტოგრაფს წარმატება მიულოცა.

"პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფოტოგრაფის მიტო ჯაშიაშვილის მიერ გადაღებულმა ფოტომ ვოგის კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და ონლაინ ჟურნალის მთავარ გვერდზე მოხვდა. მეამაყება და ვულოცავ ჩემს თანამშრომელს ამ დიდ წარმატებას!", - წერს სუხიაშვილი.