სუს-ის უფროსის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

სუს-ის უფროსის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე უსაფრთხოების სამსახურშიც იოსებ გოგაშვილი იქნება , რომელსაც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ასევე იქნებიან ლევან იზორია და მირიან მჭედლიშვილი.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.