საუდის არაბეთში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში,  ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. საუდის არაბეთის მთავრობის განცხადებით, ინციდენტი იემენის საზღვართან ახლოს ქალაქ აბჰაში მდებარე მეჩეთში მოხდა, რომელსაც უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. 

საუდის არაბეთი შიიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში იემენში ქვეყნის არმიას ეხმარება, რაც შესაძლოა, დღეს განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.