განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის ვარაუდით, სექტემბერ-ოქტომბერში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის პარტნიორი შერჩეული იქნება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესარჩევი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა, გამოკვეთილია რამდენიმე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი და დასკვინითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სანიკიძემ აღნიშნა ისიც, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ თბილისში იქნება.