ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილი თვითმფრინავის ფრთის ფრაგმენტი მალაიზიურ ბოინგს ეკუთვნის

ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილი თვითმფრინავის ფრთის ფრაგმენტი მალაიზიურ ბოინგს ეკუთვნის

ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ რეიუნიონზე აღმოჩენილი თვითმფრინავის ფრთის ფრაგმენტი 2014 წელს გაუჩინარებულ მალაიზიურ ბოინგს ეკუთვნის. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ნაჯიბ რაზაკის თქმით, ფრაგმენტი, რომელსაც საფრანგეთში ექსპერტები სწავლობენ, დადასტურდა, რომ დაკარგული ლაინერისაა. თუმცა, თავად ექსპერტებს ოფიციალური და საბოლოო განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებიათ. ავსტრალიის პრემიერის, ტონი ებოტის თქმით კი, მალაიზიური ბოინგის საიდუმლო თითქმის ამოხსნილია. 

ავსტრალიელთა ჯგუფმა ინდოეთის ოკეანეში სამძებრო სამუშაოები განაახლა. მალაიზიური ავაიხაზების კუთვნილი "ბოინგ 777", რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიემგზავრებოდა, 2014 წლის მარტში გაუჩინარდა. ბორტზე 239 მგზავრი იმყოფებოდა. ამდრომდე ჩატარებული არაერთი სამძებრო ოპერაციის მიუხედავად, ლაინერის ბედი დღემდე გაურკვეველია.