დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელშიც საუბრობენ, რომ გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიებზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ.
ამავე ჩანაწერში ემუქრებიან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ამის შესახებ გამოცემა "Die Welt" იუწყება.
საკუთარი მუქარის დასტურად "ბოევიკებმა" ორი მძევალი სიკვდილით დასაჯეს, რომელიც სირიის ქალაქ პალმირაში განახორციელეს. გამოცემის ცნობით, "ბოევიკები" ჩანაწერში გერმანულად საუბრობენ. ამავე ვიდეჩანაწერში ჩანს, რომ მათ რიგებში უამრავი ადამიანია გერმანიიდან და ავსტრიიდან.