ეკონომიკური ექსპერტი რომან გოცირიძე "ენერგო პრო ჯორჯია"-სთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს გამოთქვამს და ფეისბუქზე წერს, რომ კომპანია "რუსეთს ჩაუვარდება ხელში". როგორც გოცირიძე წერს, გათვალისწინებული იქნება ქართველი მაღალჩინოსნების ინტერესებიც და ეს იქნება კატასტროფა საქართველოსთვის, რადგან რუსეთის ექნება საშუალება გააკონტროლოს თითქმის მთელი ენერგეტიკა. გოცირიძე მოუწოდებს მთავრობას და პარლამენტს დროზე მიიღონ ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლოა უმძიმესი შედეგით დამთავრდეს ხელისულებისათვის.
"ისეთი პირი უჩანს, რომ "ენერგო პრო ჯორჯია" რუსეთს ჩაუვარდება ხელში. მომატებული ტარიფი არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი, რომ წაგების გარეშე ემუშავათ და მისი ხელმძღვანელობის განცხადებით, აპირებენ საქართველოს დატოვებას. ამას წინ უძღოდა ამ კომპანიის 60 მილიონი ლარით დაჯარიმების მცდელობა საქართველის ბიუჯეტის საასრგებლოდ, რასაც მოჰყვა ჩეხეთის პარლამენტში ევროკაშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების გადადება.
"ენერგოპრო ჯორჯია" ჩეხური კოპანიის შვილობილი კომპანიაა. იგი საქართველოში ფლობს 15 ჰიდროელექტროსადგურს და გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს. გენერაციის გარდა ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი საქართველოში. მისი მომსახურების არეალი შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტს და ემსახურება ერთ მილიონზე მეტ აბონენტს.
დიდი ალბათობით იგი საქრუსენერგოს ხელში აღმოჩნდება, რომელშიაც ქართველი მაღალჩინოსნების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.
ეს იქნება კატასტროფის ტოლფასი, რადგან მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს თითქმის მთელი ენერგეტის გაკონტროლება.
მთავრობამ და პარლამენტმა დროზე უნდა მიიღონ ზომები, რომ არ გამეორდეს "ეი ეს თელასისა" და ფოთის ნავთობტერმინალის ისტორია.
მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეს შეიძლება უმძიმესი შედეგით დამთავრდეს საქართველოს მოქმედი ხელისულებისათვის". წერს რომან გოცირიძე.
270
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85