ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და გერმანული საადვოკატო კომპანია ზოლმეკეს წარმომადგენლები, დღეს ბიზნესმენისთვის უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე განცხადებას გააკეთებენ.

ბიზნესმენის ქართველი და გერმანელი უფლებადამცველები, პაატა სალია, კაი ზოლმეკე და კახაბერ მჭედლიშვილი სასტუმრო "რედისონში" ბრიფინგს გამართავენ, სადაც ქიბარ ხალვაშის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.