დიდი დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალური უბნებისკენ სამარშრუტო ტაქსები თითქმის ორი საათია, არ მოძრაობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიდ დიღომში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, ამ ხაზზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაფციული არიან.
"ინტერპრესნიუსი" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" დაუკავშირდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ვითარებაში9 გარკვევას ცდილობენ და კონკრეტულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.