მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა , რადგან ცხედრები დამწვარია. გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულებს, ასეთი სულ 5 ადამიანია, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არის ერთი მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება და მაშველი, რომელმაც კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.

ხანძრი თბილისში, გუდიათის ქუჩაზე მდებარე საღებავების საწყობში გუშინ გაჩნდა.