გუდაუთის ქუჩა #7-თან მდებარე საღებავების საწყობის ტერიტორიაზე, სადაც დღეს ხანძარი იყო, რამდენიმე მოქალაქე მივიდა, რომლებიც საკუთარ ახლობლებს ეძებენ.
მათი განცხადებით, ისინი ვერ უკავშირდებიან ახლობელს, რომელიც საღებავების საწყობის მეპატრონეა. მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ახლობელს, რომელიც საღებავების საწყობში მუშაობდა, ტელეფონი დაახლოებით მას შემდეგ აქვს გამორთული, რაც ხანძარი გაჩნდა.
მაშველები დაკარგულებს გუდაუთის ქუჩაზე მდებარე საწყობში ამ დრომდე ეძებენ.