რუსეთის პრეზიდენტი ემბარგოს შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს

რუსეთის პრეზიდენტი ემბარგოს შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს

რუსეთის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას საპასუხო ზომების შემოღების თაობაზე ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. "ტასის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"დარწმუნებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პრეზიდენტი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს", - აღნიშნა პესკოვმა.

დღეს რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ინფორმაციის გადამოწმება დაავალა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც დღემდე არ მონაწილეობდნენ ანტირუსულ სანქციებში, შეუერთდა ამ სანქციებს და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, განახორციელოს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მიმართონ.

სააგენტო აქვე მიანიშნებს, რომ გასულ კვირას რამდენიმე ქვეყანამ - ჩერნოგორიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა, უკრაინამ და საქართველომ დაუდასტურეს ევროკავშირს საკუთარი გადაწყვეტილება, გააგრძელონ ევროკავშირის სანქციებისადმი მიერთების შესახებ. "ტასის" ნცობით, პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ ამას საპასუხო ზომები მოჰყვებოდა.