დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა აქრობს. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გასულია 14 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობა.
საღებავების საწყობში ცეცხლი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების განცხადებით, ხანძრის შედეგად ორი პირი დაიკარგა