ელიავაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ელიავაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული სამი  ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. 
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულები ამ წუთებში გადაჰყავთ საავადმყოფოში. ერთ მათგანს ყურის დამწვრობა აღენიშნება.