თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია შირნაკში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი სამხედრო, ხოლო ერთი დაცვის წევრი იყო. 

"როიტერის" ცნობით, არიან დაშავებულებიც. თავდასხმა ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. მათ ხელით ნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე განათავსეს და მაშინ გაააქტიურეს, როდესაც იქ სამხედრო ავტომობილმა გაიარა.

"ქურთების მუშათა პარტია", რომელიც აშშ-ისა და თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, თავდასხმებს ხშირად ახორციელებს. ბოლო ათი დღეა თურქეთის არმიამ თურქეთის სასაზღვრო რეგიონში ქურთების ბაზებზე ასობით ავიაიერიში მიიტანა. 20 ივლისის შემდეგ "ქურთების მუშათა პარტიის" მიერ ორგანიზებულ თავდასხმებს კი 18 სამხედრო შეეწირა.