ვერტმფრენი, რომელიც ინგლისში, ჰემფშირის საგრაფოში გუშინ ჩამოვარდა და ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სავარაუდოდ, "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნის. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი იმ საავიაციო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ბინ ლადენის ოჯახის კუთვნილებაშია.
საფრენი აპარატი იტალიის ქალაქ მილანიდან ჰემფშირში მიფრინავდა, იგი ავტობაზრობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად პილოტი და სამი მგზავრი დაიღუპა. უცნობია მათი ვინაობა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც დაფრენას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.