საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შვეიცარია საქართველოსთვის არის გამორჩეული ქვეყანა და მეგობარი სახელმწიფო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განუცხადა.
პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა შვეიცარიის ელჩის საქართველოში, გიუნტერ ბეხლერის დამსახურება და წვლილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
"სავაჭრო ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა და ვაჭრობა 230%-ით გაიზარდა შვეიცარიასთან. ასევე მინდა აღვნიშნო შვეციარიის როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, როგორც მედიატორის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შვეციარიის ელჩს, რომელმაც არაჩვეულებრივი საქმე გასწია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ის აქტიურად იყო ჩართული რეფორმების პროცესში, აქტიურად გვეხმარებოდა სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ მთელი მთავრობის სახელით მას მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.