იანუკოვიჩს მოეხსნა ძებნა, იანუკოვიჩი ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ინტერპოლის ძებნილთა სიიდან დავით კეზერაშვილის ამოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ადრე უკვე ითქვა, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით არის ეს ყველაფერი განპირობებული.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია კეზერაშვილის უფლებების დამცველმა საქართველოში, ადვოკატმა შოთა მინდელმა დაუდასტურა.
დავით კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდებლი, აქედან გამომდინარე მისი ძებნის მოთხოვნა ინტერპოლის მთავარმა პროკურატურამ გადაუგზავნა. დავით კეზერაშვილი ინტრპოლის ოფიცილიარ ვებგვერდზე აღარ იძებნება.