საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისე, როგორც სხვა ვეტოები დაძლიეს, პრეზიდენტის დღევანდელ ვეტოსაც უპრობლემოდ დაძლევენ, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ვეტოს დადების კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ვეტო არის დემოკრატიული პროცესი. "ვეტოს რაც შეეხება, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს რა თქმა უნდა, არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ეს ჩვენი საქმეა და ჩვენი პირადი შეხედულებაა. მე რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია მაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც დავძლევთ უპრობლემოდ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.