ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს მიერ ძებლილ პირთა ჩამონათვლაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აღარ იძებნება.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს მიერ ინტერპოლით ცითელი ცირკულარით იძებნებოდა.
დავით კეზერაშვილს თებერვლის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ტელეკომპანია "იმედის" საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე კეზერაშვილს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა.
ამასთან, კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რის გამოც გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ 49.39 მილიონი ლარი იზარალა.