აშშ-ს სპეცსამსახურები იაპონიის მთავრობის და იაპონური კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ვიკილიქსი" ავრცელებს.
საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, ვაშინგტონის სათვალთვალო სიაში 35 ტელეფონის ნომერი იყო, მათ შორის იაპონიის სამინისტროების და სხვა საჯარო უწყებების ხელმძღვანელების. აშშ-ის სპეცსამსახურები მათი მოსმენების შედეგად ინფორმირებული იყო იაპონიის სავაჭრო გარიგებების, ბითვული და ენერგოპოლიტიკის და პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რეზიდენციაში გამართული კონფიდენციალური შეხვედრების შესახებ.
"ვიკილიქსის" ცნობით, აშშ ასევე უსმენდა იაპონიის ბანკის ხელმძღვანელებს და კომპანია "მიცუბიშის" წარმომადგენლებსაც. იაპონიის მთავრობას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. "ვიკილიქსის" მიერ ამდრომდე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენლებსაც უსმენდა.