“ოდესაში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაშიც დაიწყო ნარკოტიკების ათვისება”

“ოდესაში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაშიც დაიწყო ნარკოტიკების ათვისება”

გაზეთი “ალია“ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და რუმინეთში დაკავებულ 333 კილოგრამ კოკაინის კავშირზე წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ალიას“  დაუკავშირდა ინკოგნიტო წყარო, რომელიც აცხადებს, რომ ოდესაში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც საქარველოში აკეთებდა, უკრაინაშიც დაიწყო ნარკოტიკების ათვისება.

„დანამდვილებით გეუბნებით, რომ ეს ჰეროინი თურქეთიდან ბორნით ჩაიტანეს ოდესის პორტში. ვინც რუკას დახედავს, ეგრევე მიხვდება, რომ თურქეთიდან ტვირთის საქრთველოში შემოტანა საერთოდ არ იყო საჭირო, შავი ზღვით ჩავიდა ოდესის პორტში, იქ გადატვირთეს მანქანაში და გაუშვეს რუმინეთში. მოგეხსენებათ, დღეს ოდესაში თითქმის ყველაფერს აკონტროლებს სააკაშვილი, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ცდილობს, რომ გააკონტროლოს და დიდი ფულიც იშოვოს. სწორედ ამიტომ ჩაამატეს ინფორმაციაში „ნაციონალებმა“ საქართველო და შეეცადნენ, ორი კურდღელი მოეკლათ: ჯერ ერთი ამით, დახატეს სურათი, რომ თითქოს ჩვენი მთავრობაა, უსუსური და ნარკოტიკები გრიალით შემოდის, მეორეც – იფიქრეს, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილს სირცხვილს ავაცილებთ, ამ ყველაფერში ქართველების ხელი ურევია, რა ქნას ამ ერთმა სააკაშვილმაო. თუ უკრაინის პროკურატურა კარგად გამოიძიებს ამ საქმეს, კვალი საით წავა, თავად ნახავენ“,-აცხადებს „ალიას“ წყარო

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი წერს,  ეჭვები სააკაშვილის „ნარკობარონობასთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში  გაჩნდა.

„მაშინ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ალბანეთში საკაიკაცოდ არ იყო ჩასული. შეგახსენებთ, სწორედ იმ დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო დიდი რაოდენობით ნარკოტიკები: „პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ ამ ტვირთის დაკავებას წინ უძღოდა ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის ვიზიტი ბაქოში, რომლებიც საბაჟო ტერმინალზე დიდი ოდენობით თანხით დააკავეს. ამას მოჰყვა ნარკოტიკების დაკავება, რომელიც მიდიოდა ალბანეთში. სწორედ იმ პერიოდში მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ალბანეთში. რა უნდოდა, მაინცდამაინც იმ პერიოდში, რომ ჩაბრძანდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს ჰეროინი მიდიოდა? სააკაშვილმა თქვა, რომ ის შეხვდა ალბანეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ კიდევ ვის შეხვდა, ეს უკვე გასარკვევი საკითხია“,-ნათქვამია სტატიაში

„ალიასთან“ საუბარში ვახტანგ მაისაია  ამბობს, რომ 2009 წლიდან დღემდე ოდესის პორტში ნარკოტიკებისა და იარაღის შეტანა არ დაფიქსირებულა.

„სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნებოდა, ამ პორტს აკონტროლებდა იგორ კოლომოისკი. ალბათ, გახსოვთ, როგორ მოიშორეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი იგორ პალიცა, რომელიც კოლომოისკის კაცია. სანამ ესენი იყვნენ, კი ხდებოდა კონტრაბანდული ნვთობის გადაზიდვა, მაგრამ ნარკოტიკებსა და იარაღს არ ატარებდნენ. მივიდა საააკაშვილი, ეგრევე დაეტაკა სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელს, შემდეგ შევარდა პორტში, დაამყარა თავისი „წესრიგი“ და აჰა, შევიდა კიდეც 333 კილოგრამი ჰეროინი. ეს ავღანური ჰეროინი იქნება, ორი აზრი არ არსებობს. სხვათა შორის, უკრაინა უკვე იქცა იარაღით ვაჭრობისა და ნარკოტიკების სატრანზიტო შავ ხვრელად. ეს ყველაფერი მიდის როგორც აღმოსავლეთ ევროპისკენ, ასევე, მოდის ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით ოდესაში უკვე შეიქმნა რაღაც საეჭვო ფორმები, რომლებიც ასევე ახორციელებენ საეჭვო ტრანზაქციებს, ეს უკავშირდება სწორედ მიხეილ სააკაშვილის და მის დაჯგუფებას. როგორც ხედავთ, უკრაინამ მიიღო შედეგიც, მთელი 6 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ნარკოტიკების შეტანა და ეს მოხდა ახლა, გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნისთანავე. კი, ადრე, კუჩმას პერიოდში იყო, მაგრამ მას შემდეგ კოლომოისკი არ ატარებდა. მეტსაც გეტყვით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ იმ დროისთვის საქართველო იყო ერთ-ერთი  ნარკოსანტრაზიტო ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს, ბელორუსში ამოვარდა 80 კილოგრამი ჰეროინი, რომელიც უკავშირდებოდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ კომპანიას. სწორედ იმ კომპანიაში ხდებოდა დაფასოება და გაგზავნა ბელორუსის მიმართულებით. მერაბიშვილი დააპატიმრეს აპრილში და მაისში უკვე ეს ტრანზიტი ჩავარდა. სააკაშვილის პერიოდში იარაღი და ნარკოტიკები როგორ გადიოდა ამაზე ბევრი ითქვა, დავთ კეზერაშვილმა სწორედ ამ გზით იშოვა ძალიან დიდი ფული. აი, ეს ბინძური საქმიანობა ახლა გადაიტანეს უკრაინაში და იქაც შოულობენ მილიარდებს“, - წერს „ალია“.