მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგო დაიღუპა

მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგო დაიღუპა

მყინვარწვერზე მთამსვლელი გოგო დაიღუპა. ორი ჩეხი მთამსვლელი გოგონა გუშინ ვერტმფრენის დახმარებით ნაპრალიდან ამოიყვანეს. თუმცა, ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ქონდა დაზიანებები. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, ის კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, რის გამოც მისი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენება მოხდა. მეორე ჩეხი მთამსვლელი გოგონა ამ დროისთვის ყაზბეგის რაიონში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.