საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს და "ეროვნული ბანკის შესახებ" უკეთეს, გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ქვეყანას.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი, იმისთის, რომ პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ ერთად თანამშრომლობით, ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტილებები მისცეს.
„მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები გვეუსაუბრებიან, რომ კანონი ხელახლა უნდა შეიცვალოს სექტემბერში, სწორედაც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციის გზით, ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, ამ პროცესუდურის შედეგად არის გავლილი. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ ვითარებას, რომ არსებულ ვითარებაში ეს კანონპოროექტი არის ოპტიმალური გამოსავალი ქვეყნისთვის და ოპტიმალური კანონმდებლობის დამდგენი ამ სფეროში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების, არც კონფრონტაციის ინსტიტუტი, ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი, იმისთის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტილებები მისცეს. გამომდინარე აქედან, მე მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს და ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვეტოსა და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით უკეთეს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.