ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების, არც კონფრონტაციის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა, მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტები მისცეს. გამომდინარე აქედან, მე მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს, ჩემს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით უკეთეს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის" შესახებ კანინპროექტს დღეს ვეტო დაადო.