როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს და მის თანამდევ კანონპროექტებს ვეტო დაადო, რადგან ქვეყნის მაკროეკონომიკურ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მოტივირებული შენიშვნები და კანონპროექტი შეიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპოექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავიდანვე აცხადებდნენ, რომ გიორგი მარგველაშილი კანონპროექტს ვეტოს დაადებდა. ადმინისტრაციამ საკუთარი კანონპროექტიც მოამზადა.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გაცილებით თავსებადია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც ეწინააღმდეგება.