თამარ მეფის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით ერთი საათით გადაკეტილი იყო, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს არ გაუკეთებიათ კომენტარი, თუ კონკრეტულად რას უკავშირდებოდა გზის გადაკეტვა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დანიურ სახლთან სამართალდამცავები ერთ-ერთ ავტომობილში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.
ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. საპატრულო პოლიცისა და განაღმვის სამსახურის თანაშრომლები ტერიტორიას ტოვებენ.