აღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

აღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, არსებობს ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ავტომობილის ქვეშ არის დამონტაჟებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე უკვე მივიდნენ გამნაღმველები და შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.