დევნილები ოლიმპიურ სოფელში საცხოვრებელ ფართებს სექტემბერში მიიღებენ

დევნილები ოლიმპიურ სოფელში საცხოვრებელ ფართებს სექტემბერში მიიღებენ

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე აშენებულ საცხოვრებლებში, 298 დევნილი ოჯახი, ბინებს სექტემბრის ბოლომდე მიიღებს.

როგორც "მაესტროს ცხრიანში" სოზარ სუბარმა აღნიშნა, თარიღის გადაწევა სამშენებლო კომპანიის თხოვნით მოხდა.

"მართალია ეს საცხოვრებლები აგვისტოს ბოლოს უნდა ჩაგვბარებოდა, მაგრამ მშენებელმა კომპანიამ რამდენიმე დღე ითხოვა, რათა ოლიმპიადის შემდეგ, გარკვეული კოსმეტიკა ჩატარებულიყო. საუბარია მაქსიმუმ ორ კვირაზე. სექტემბრის ბოლომდე, ზუსტ რიცხვს ბუნებრივია ვერ გეტყვით, დაკმაყოფილდება ყველა. აქვე გეტყვით, რომ სულ 13 ათასამდე განაცხადი შევიდა დევნილთა სამინისტროში, შემდეგ ეს განაცხადები დამუშავდა, თითოეულ მათგანს ქულა მიენიჭა, ამ განცხადებების რიცხვი საბოლოოდ 10 ათასზე ჩამოვიდა, რადგან ერთი და იგივე ადამიანებს რამდენჯერმე ჰქონდათ განაცხადი შევსებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.