მსოფლიო სავალუტო ფონდმა საბერძნეთისთვის კრედიტების გაცემაზე უარი თქვა. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანა ოთხიდან ორ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რაც კრედიტების გაცემისას აუციელებლია.
აღნიშნულ ინფორმაციას "Financial Times"-ი ავრცელებს. სავარაუდოდ საბერძნეთისთვის მსოფლიო სავალუტო ფონდის მესამე პროგრამა, უახლოეს მომავალში არ განხორციელდება, დირექტორთა საბჭო 2016 წელს მისი დაწყების განხილვასაც კი არ გეგმავს.
ამავე დროს მსოფლიო სავალუტო ფონდი მზადაა მონაწილეობა მიიღოს, ოფიციალური ათენის, ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მოლაპარაკებებში, რომლებიც ასევე საბერძნეთის კრედიტორები არიან.
ცნობისთვის, მსოფლიო სავალუტო ფონდმა საბერძნეთისგან, ახალი საკრედიტო ხაზის გახსნის თაობაზე ახალი განაცხადა 24 ივლისს მიიღო.