რუსეთსა და საფრანგეთს შორის ვერტმფრენმზიდ "მისტრალთან" დაკავშირებული ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაუქმდება. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, საფრანგეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია და განსაზღვრულია ის თანხა და ვადები, რომელიც პარიზმა მოსკოვს უნდა გადაუხადოს.
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმერ კოჟინმა სააგენტოს განუცხადა, რომ შეთანხმება უახლოეს დღეებში გაუქმდება. მისივე თქმით, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა სწორედ მას შემდეგ დასახელდება, რაც კონტრაქტი ოფიციალურად შეწყდება.
საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე უარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო განაცხადა.